უკან25 სექტემბერი 2026, 18:53
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროპის მასშტაბით რუსეთის მტრული ქმედებები მნიშვნელოვნად გახშირდა
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროპის მასშტაბით რუსეთის მტრული ქმედებები მნიშვნელოვნად გახშირდა. ადგილობრივ ტელეკომპანიას საფრანგეთის ლიდერმა უთხრა, რომ ევროპაში ვითარება სულ უფრო იძაბება, ვინაიდან მოსკოვი ევროპას უკრაინის სტრატეგიულ ზურგად განიხილავს, რის გამოც ის შესაძლოა სამიზნედ იქცეს. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა უარყო ესპანური გამოცემა „ელ მუნდოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ევროპული ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურები რუსული დრონების მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ გააფრთხილა.
გაზიარება














