უკან25 სექტემბერი 2026, 18:51
გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, რომ ევროკავშირი ხელოვნური ინტელექტის სფეროში ამერიკასა და ჩინეთთან კონკურენციას არ უნდა ეცადოს
გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, რომ ევროკავშირი ხელოვნური ინტელექტის სფეროში ამერიკასა და ჩინეთთან კონკურენციას არ უნდა ეცადოს. მედიის ინფორმაციით, ევროკომისიის დახურულ კონსულტაციებზე აღინიშნა, რომ ბრიუსელისთვის პრიორიტეტული უნდა გახდეს არსებული ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენება. ევროკომისიის ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი და პეკინი ლიდერობენ მოდელების შემუშავებასა და გამოთვლითი სიმძლავრეების შექმნაში, ევროკავშირს შეუძლია უპირატესობა მოიპოვოს ხელოვნური ინტელექტის ჯანდაცვაში, მრეწველობასა და სახელმწიფო სერვისებში ინტეგრირებით.
გაზიარება














