უკან18 აპრილი 2026, 18:43
მიხეილ გოგოლიძემ იალღუჯის სახიფათო ნარჩენების ისტორიული სამარხის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო
მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და მარნეულის მერთან ერთად, იალღუჯის ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების ისტორიული სამარხის მდგომარეობა ადგილზე შეაფასა და ობიექტის შემდგომი მართვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები განიხილა. კომპანია უზრუნველყოფს ობიექტის რეაბილიტაციისა და დახურვის პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. იგეგმება სახიფათო ნარჩენების განთავსების ახალი თანამედროვე ობიექტის მშენებლობა
გაზიარება


















