უკან18 აპრილი 2026, 18:30
დიპლომატიის ფორუმი
დიპლომატია, მშვიდობა, სტაბილურობა - საქართველო ყოველთვის შეუწყობს ხელს დიპლომატიას, ასეთი იყო ქართული მხარის გზავნილი ანტალიის ფორუმის პანელურ დისკუსიაზე სახელწოდებით - სამხრეთ კავკასია: რეგიონი, რომელიც სტრატეგიულ ჰაბად ყალიბდება. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე მდებარეობს და საუკუნეების განმავლობაში მისი გადარჩენის ერთადერთი გზა სწორედ დიპლომატია იყო. ისაუბრა ქვეყნებს შორის, ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამშრომლობაზე.ყურადღება გაამახვილა იმ მსხვილ პროექტებზე, რომლებიც ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მისი თქმით, საქართველოს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს ევროპაში
გაზიარება


















