პოლიციამ რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია სამი ადამიანი
პოლიციამ რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია სამი ადამიანი. საგამოძიებო მოქმედებები მესტიაში, მარტვილში, ქუთაისსა და კასპში ჩატარდა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.