თბილისში, თემქის დასახლებაში, ავარიული სკოლის ნაცვლად, 650 მოსწავლისთვის განკუთვნილი ახალი სკოლა შენდება
თბილისში, თემქის დასახლებაში, ავარიული სკოლის ნაცვლად, 650მოსწავლისთვის განკუთვნილი ახალი სკოლა შენდება. სკოლაში, სასწავლო სივრცეების პარალელურად, იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და სასადილო. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში იქნება ლიფტი, ადაპტირებული სველი წერტილები, მოეწყობა პანდუსი, ღია და დახურული სპორტული მოედნები.