პარლამენტში დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მოუსმენენ
პარლამენტში დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მოუსმენენ. თეა ახვლედიანი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზეა მიწვეული. სახელმწიფო მინისტრის მოსმენა 14:00 საათზე დაიწყება.