სამ ივნისს ასი დღე შესრულდა, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა
სამ ივნისს ასი დღე შესრულდა, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. ოკუპანტები ქვეყნის დაახლოებით 20 -ც პროცენტს აკონტროლებენ, უკრაინის თითქმის 300 - ი ათასი კილომეტრი კი დანაღმულია. რუსეთის არმიის ინტენსიური იერიშების სამიზნე კვლავ სევეროდონეცკია. ქალაქში ქუჩის ბროძოლები მიმდინარეობს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამ დროისთვის ქვეყნის ნაწილს აკონტროლებს, უკრაინის შეიარაღებული ძალები წინააღმდეგობას განაგრძობს და საკუთარ პოზიციებს ამყარებს.