"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის გამგეობის პირველი სხდომა
დღეს გაიმართა პარტია ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის გამგეობის პირველი სხდომა. სხდომაზე გამგეობის წევრებმა დაამტკიცეს ორგანიზაციული სტრუქტურა. პოლიტიკური მდივანი თეა წულუკიანი, აღმასრულებელი მდივანი, კი ხატია წილოსანია. გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატი ნინო წილოსანი. ასევე დღეს გამგეობის წევრებმა გამგეობის სტრუქტურაც დაამტკიცეს და განსაზღვრეს თემატური მიმართულებები. დღევანდელ სხდომაზე წევრებმა დაგეგმეს მომავალი სამოქმედო აქტივობები და განსაზღვრეს სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულებები.