კლინიკა „ვივამედი“ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
კლინიკა „ვივამედი“ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია, ჯანმრთელობის მდგომარეობა პაციენტის სტაციონარში ყოფნის პერიოდში არ გაუარესებულა. ამავე განცხადებიდან ირკვევა, რომ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ნანახი ცვლილებები - ხანდაზმულია, და არ არის კავშირში პაციენტის ამჟამინდელ მდგომარეობასთან . კლინიკის ინფორმაციით პაცინეტი არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას.