ზელენსკიმ დოჰას ფორუმის მონაწილეებს მიმართა
უკრაინის პრეზიდენტი ენერგო რესურსების მქონე ქვეყნებს მოუწოდებს, ნავთობისა და გაზის მოპოვება გაზარდონ, რათა რუსეთის მხრიდან გლობალური შანტაჟი თავიდან იქნას აცილებული. საგანგებო განცხადებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ დოჰას ფორუმის მონაწილეებს ონლაინ რეჟიმში მიმართა.