დღეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დღეა
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მის ხსოვნას თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა პატივი მიაგეს. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც. ის საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. საოკუპაციო რეჟიმმა ქართველი გმირი ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა, 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ ის მოკლეს. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.