ბერძენმა მაშველებმა ასობით ადამიანი გადაარჩინეს სიკვდილს აალებულ ბორანზე
ბერძენმა მაშველებმა ასობით ადამიანი გადაარჩინეს სიკვდილს აალებულ ბორანზე, რომელიც საბერძნეთი-იტალიის მარშრუტს ასრულებდა. „ოლიმპიას“ გემბანზე 239 მგზავრი და ეკიპაჟის 51 წევრი იმყოფებოდა, როცა ბორანზე ხანძარი გაჩნდა. მგზავრები სამაშველო კატარღებით კუნძულ კორფუზე გადაიყვანეს, მათგან რამდენიმეს კი სასუნთქი გზების პრობლემების გამო ჰოსპიტალიზაციაც დაჭირდა. ხანძარს ბორანზე მსხვერპლი არ მოყოლია. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.