ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი - "ხანდაზმული თაღლითები"
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი - თაღლითობაში დამნაშავეები - ასე პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა. მოსამართლემ ასევე თქვა, რომ განსასჯელებს შეფარდებული მუხლი, რომელიც ფულის გათეთრებას გულისხმობდა, გადაუკვალიფიცირდათ. ასევე გაუქმდა გირაო და ქონებაზე დადებული ყადაღაც. მიუხედავად გამამტყუნებელი განაჩენისა, გასამართლებულები, საქმის ხანდაზმულობის გამო, ციხის გარეთ რჩებიან და ისევე, როგორც ბრალდების მხარე, პირველი ინსტანციის განაჩენის გასაჩივრებასაც გეგმავენ.

სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები