ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელის საქმე
ფულის გათეთრების საქმეზე ავთანდილ წერეთელმა და ბადრი ჯაფარიძემ სასამართლოზე ჩვენება მისცეს. თავიანთ უდანაშაულობაზე რამდენიმე საათის განმავლობაში ისაუბრეს. პერიოდულად იყო ხმაური დაცვისა და ბრალდების მხარეს შორის. მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი დასრულებულია. ბრალდებულებმა სასამართლოს ჩვენებები უკვე მისცეს. დასკვნითი სიტყვა თქვა ბრალდების მხარემაც. ახლა ჯერი ადვოკატებზეა. საბოლოო განაჩენი კი იანვარში გამოცხადდება.