ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე
ფულის გათეთრების საქმეზე ავთო წერეთელმა და ბადრი ჯაფარიძემ სასამართლოზე ჩვენება მისცეს. საკუთარ უდანაშაულობაზე ისინი რამდენიმე სათის განმავლობაში საუბრობდნენ. პერიოდულად იყო ხმაური დაცვის და ბრალდების მხარეს შორის. დღეს დასკვნითი სხდომაა , დასკვნით სიტყვას იტყვიან მხარეები. ამის შემდეგ მოსამართლე სათათბირო ოთახში გავა. გადაწყვეტილება კი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.