თეა წულუკიანი უნგრეთის ადამიანური რესურსების მინისტრს შეხვდა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრსა და უნგრეთის ადამიანური რესურსების მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრისას საუბარი შეეხო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით საქართველოსა და უნგრეთს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობას. მინისტრებმა სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის გზები განიხილეს. ამასთან, გაიმართა მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უნდა შეძლონ ქართველმა და უნგრელმა ერებმა გლობალიზაციის შეუქცევადი პროცესის ფონზე ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნება.