იუსტიციის სახლი წყალტუბოში
სახელმწიფო და კერძო სექტორის 450 -ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე წყალტუბოშიც არის შესაძლებელი. იუსტიციის მინისტრმა ახალი იუსტიციის სახლი გახსნა. წყალტუბოს იუსტიციის სახლში მომსახურების სივრცეებთან ერთად, ქორწინების დარბაზიცაა განთავსებული. ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის 27 სახლი და 88 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს.