თითქმის ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ მაია რჩეულიშვილი თავისუფალია
მან სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე საათის წინ დატოვა. ქალთა მეხუთე საპატიმროსთან მას ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. მაია რჩეულიშვილის განცხადებით, ინვესტორებისთვის გადასაცემ დოკუმენტაციაზე ის ციხიდან, როგორც ბიზნესმენი ისე მუშაობდა და ყოველდღიურად დაზარალებულთა პრობლემების მოგვარებას ცდილობდა. „ცენტრ პოინტის“ საქმეზე „მიონის“ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედებოდა ბრალი
