დაჭრა თბილისში
თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარედ დაჭრილი სამი არასრულწლოვანის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათ ჭრილობები გულმკერდისა და მუცლის არეში აღენიშნებათ და სამივე მათგანი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში ექიმის დაკვირვების ქვეშ იმყოფება. თვითმხილველების ინფორმაციით, დაპირისპირება თევდორე მღვდლის ქუჩის მიმდებარედ მოხდა. სამ არასრულწლოვანს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.