მორიგი თავდასხმა ევროპელ დიპლომატებზე მიხეილ სააკაშვილის მხრიდან
ექსპრეზიდენტის სამიზნე ამჯერად აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი და ევროპელი პოლიტიკოსები გახდნენ. „ყველა ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებასა და გავლენებს, არის ამორალური ან იდიოტი,“- განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ერთ-ერთ არხთან ინტერვიუში. ჟურნალისტის კითხვა ევროპელი პოლიტიკოსების მოწოდებას და იან კელის განცხადებას ეხებოდა , რომ სააკაშვილი „ჩრდილოვან მმართველობას უნდა ჩამოშორდეს“. საპასუხოდ ექსპრეზიდენტმა თქვა, რომ „ვიღაც გადამდგარი პირებისგან ჭკუის დარიგება არ სჭირდება“