საქართველოში კორონავირუსი კიდევ 740 ადამიანს დაუდასტურდა, 496 კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 740 ადამიანს დაუდასტურდა, 496 კი გამოჯანმრთელდა - ამის შესახებ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
