დღეს დონალდ ტრამპს თეთრ სახლში ბოლო სამუშაო დღე აქვს
მოქმედი პრეზიდენტი მმართველობას წარუმატებელი საკანონმდებლო გამოწვევებითა და კაპიტოლიუმზე მომხდარი იერიშით ასრულებს, რასაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ორჯერ დაწყებული საიმპიჩმენტო პროცედურის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, დონალდ ტრამპს 2024 წელს ისევ მიეცეს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის წარდგენის შესაძლებლობა.
