მთავრობის ადმინისტრაცია და იუსტიციის სამინისტრო „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა
მთავრობის ადმინისტრაცია და იუსტიციის სამინისტრო „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა. მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი და იუსტიციის მინისტრი მიიჩვნევენ, რომ მნიშვნელოვანია პროექტის მიღების შემდეგ დაცული იყოს როგორც ადამიანების უფლებები, ასევე მოქალაქეების უსაფრთხოებაც. იუსტიციის მინისტრის განცხადებით , პენიტენციალურ სისტემაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესება სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია.