„დიღომი 7“, „დიღომი 8“ და „დიღომი 9“ აფეთქებას გადაურჩა
ამის შესახებ განცხადებას თბილის ენერჯი ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, „დიღომი ვილა გაზმა“ უნებართვოდ და უსაფრთხოების ნორმების სრული დარღვევით მათი კუთვნილი გაზსადენი გადაჭრა. თბილისი ენერჯის განცხადებით, დიღომი ვილა გაზის სამუშაოები უკანონოა. ბრალდებებს არ აღიარებენ დიღომი ვილა გაზში. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მათ დიღმის ამ კონკრეტულ ტერიტორიებზე სემეკის მიერ გაცემული ლიცენზია აქვთ და სამუშაოები კანონის ფარგლებში მინდინარეობდა.