ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების და უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით თბილისში ორი ადამიანი დააკავეს
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების და უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით თბილისში ორი ადამიანი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ერთ ერთმა ბრალდებულმა ნაქირავებ ბინაში დაამზადა და სარეალიზაციოდ დააფასოვა ე.წ. „ბიო“, რომელიც 11 ოქტომბერს, გასაღების მიზნით, კონკრეტულ ლოკაციაზე განათავსა. ის ამდროს ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. მისი სახლის ჩხრეკისას კი დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ამოიღეს. მეორე ბრალდებული ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით, ერთ-ერთ ზემო აღნიშნულ ლოკაციაზე მივიდა და ნარკოტიკის ძებნა დაიწყო, ისინი პოლიციამ ადგილზე დააკავა. ინფორმაციას და ვიდეო მასალას შსს აქვეყნებს.