მთიან ყარაბაღში ცეცხლი გაიხსნა - არიან დაღუპულები
სომხეთმა სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანი უკან დახევას არ აპირებს. მსხვერპლის შესახებ ორივე მხარე იუწყება. შეტაკებების განახლებას საერთაშორისო რეაქცია უკვე მოჰყვა. განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმაც, ქვეყნის საგარეო უწყება მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს.