WHO-ის დირექტორი მასობრივ ვაქცინაციას აანონსებს
არსებობს შანსი იმისა, რომ 2020 წლის ბოლოსთვის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა. „მსოფლიო იტანჯება, თუმცა სინათლის სხივი გამოჩნდა. კორონავირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა შემუშავების ფინალურ სტადიაზეა,“ - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. მისივე თქმით, გლობალური კოორდინაცია უზრუნველყოფს ვაქცინის განაწილებას მათთვის, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება.
