გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს ინიცირებული რეზოლუცია უპრეცედენტო ხმათა რაოდენობით მიიღო
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, საქართველოსა და 53-ი ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია უპრეცედენტო ხმათა რაოდენობით მიიღო. რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს. ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რეზოლუცია ნათლად მეტყველებს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემის მიმართ საერთაშორისო საზოგადოება არა მხოლოდ სოლიდარულია, არამედ თავად არის ჩართული ამ საკითხის გადაჭრაში.