ირაკლი წულაია: სულ მალე აქტიურ წარმოებაში ჩაეშვება საქართველოში წარმოებული ინოვაციური ელექტრონიღბები, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ ეყოლება
- ნიკა გვარამია და მისი არხი ცდილობდნენ ქართული პირბადეების მიმართ საზოგადოებაში ცინიკური დამოკიდებულება გაეჩინათ და ქვეყნის პროგრესი რეგრესად წარმოეჩინათ
- ქართული წარმოების პირბადეები მალე ექსპორტზე გავა. მისი შესყიდვით უკვე დაინტერესდა ამერიკა, უკრაინა და კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყანა
- პროდუქტი, რომლის წარმოების არანაირი პრაქტიკა არ გვქონია, რამდენიმე თვეში, არათუ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარსაც მოვამარაგებთ
- სულ მალე აქტიურ წარმოებაში ჩაეშვება საქართველოში წარმოებული ინოვაციური ელექტრონიღბები, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ ეყოლება
- ელექტრონიღბების წარმოების იდეა ტექნოპარკისა და „სტარტაპ საქართველოს“ მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა და სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა
- ის სახელმწიფო საგრანტო პროეექტებია, რომლებსაც წლების განმავლობაში დისკრედიტაციას უწევდნენ და გვაჯერებდნენ რომ იაფი ფული არაფრის მომტანი იყო ქვეყნისთვს
- ელექტრონიღბების გამოგონება ლუგარის ლაბორატორიაში რამოდნიმე დღის წინ წარმატებით დაიტესტა და დადასტურდა, რომ ინფექციებთან საბრძოლველად ეფექტური საშუალებაა. 4-5 კვირაში მისი აქტიური წარმოება დაიწყება და მალე მსოფლიო ბაზარს მოამარაგებს.
- ეს არა რომელიმე კომპანიის, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის წარმატებაა
- გულდასაწყვეტია, რომ ასეთ წარმატებას ჩვენივე ქვეყნის წარმომადგენლები უხარისხო ცინიზმით პასუხობენ.
მას შემდეგ რაც საქართველოში პირბადეების წარმოება დაიწყო, მასთან ერთად დაიწყო მისი გაუთავებელი ქილიკიც. ოპოზიცია და მათი მედია საშუალებები, ყველა მეთოდით ცდილობდნენ ქართული წარმოების პირბადეების კრიტიკას.
თუმცა ამას კრიტიკა ყველაზე ნაკლებად შეიძლება ვუწოდოთ. ეს უფრო დაბალი ხარისხის ცინიზმი იყო, ყალბ ინფორმაციებზე აგებული, ყველა არგუმენტისგან დაცლილი. ამ საინფორმაციო თავდასხმაში მთავარი არტილერისტობა, ნიკა გვარამიამ და მისმა არხმა ითავა. მაყურებელს ყველანაირი მეთოდით არწმუნებდნენ, რომ ქართული პირბადეები უხარისხო ნაგავია და არაფრად ვარგა. ცდილობდნენ ეპოვათ ტექნოლოგიური ხარვეზები და კორუფციული სქემები. ამ მიზნის მისაღწევად ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში არაერთი საცირკო ნომერი შემოგვთავაზა, თან ისე, რომ ამას ჟურნალისტური გამოძიება უწოდა.
ასე ცდილობდნენ ქართული პირბადეების მიმართ საზოგადოებაში ცინიკური დამოკიდებულება გაეჩინათ და ქვეყნის პროგრესი რეგრესად წარმოეჩინათ. თუმცა როდესაც ძაღლები ყეფენ, ქარავანი მაინც მიდის. მიუხედავად ასეთი ნეგატიური განწყობისა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართული წარმოების პირბადეები მალე ექსპორტზე გავა.
მისი შესყიდვით უკვე დაინტერესდა ამერიკა, უკრაინა და რამდენიმე ევროპული ქვეყანა. პროდუქტი, რომლის წარმოების არანაირი პრაქტიკა არ გვქონია, რამდენიმე თვეში, არათუ ადგილობრივ ბაზარს, არამედ საერთაშორისო ბაზარსაც მოვამარაგებთ.
მეტიც, სულ მალე აქტიურ წარმოებაში ჩაეშვება საქართველოში წარმოებული ინოვაციური ელექტრონიღბები, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ ეყოლება. ეს იდეა ტექნო პარკისა და სტარტაპ საქართველოს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა და სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. ეს ის სახელმწიფო საგრანტო პროეექტებია, რომლებსაც წლების განმავლობაში დისკრედიტაციას უწევდნენ და გვაჯერებდნენ რომ იაფი ფული არაფრის მომტანი იყო ქვეყნისთვს. სხვათაშორის გამოგონება ლუგარის ლაბორატორიაში რამოდნიმე დღის წინ წარმატებით დაიტესტა, და დადასტურდა, რომ ინფექციებთან საბრძოლველად ეფექტური საშუალებაა. 4-5 კვირაში მისი აქტიური წარმოება დაიწყება და მალე მსოფლიო ბაზარს მოამარაგებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ყველაფრის უკან, კონკრეტული ადამიანების, ბიზნესმენების, საჯარო მოხელეების და რიგითი მუშაკების თავდაუზოგავი შრომა დგას. თითოეულ მათგანს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქვეყნო საქმეებისთვის. ვინაიდან ეს არა რომელიმე კომპანიის, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის წარმატებაა.
გულდასაწყვეტია, რომ ასეთ წარმატებას ჩვენივე ქვეყნის წარმომადგენლები უხარისხო ცინიზმით პასუხობენ. არადა ამ უხარისხო ცინიზმის ნაცვლად, რომ პროფესიონალური კრიტიკა იყოს, გარემო გაცილებით ჯანსაღი და განმუხტული იქნებოდა. ამით ერთიორად გაიზრდებოდა, როგორც წარმოების, ასევე მედიის ხარისხიც, ამით გაიზრდებოდა მაყურებლების ცნობიერებაც კონკრეტული სფეროს შესახებ. თუმცა როგორც ჩანს მაქამდე ჯერ კიდევ ბევრი შრომაა საჭირო და ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. თუმცა დარწმუნებული ვარ რომ ამ გზასაც წარმატებით გავივლით. იმისდა მიუხედავად, თუ რამდენს იყეფენ ძაღლები.