ირაკლი წულაია: „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, პროექტები თუ სტიმულირების გეგმები, მოქალაქეებამდე მივიდეს“
ირაკლი წულაია: სოფლის და რაიონის თვითმმართველობის ფუნქცია სახელმწიფო გადაწყვეტილებების შესახებ მოქალაქეების ინფორმირება და მოქალაქეების საჭიროებების შესახებ ზედა რგოლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა
ირაკლი წულაია: ძალიან ბევრ რეგიონში მოსახლეობას არა აქვს ინფორმაცია სახელმწიფოს მხარდამჭერ პროექტებზე. მათ არ იციან როგორ მიიღონ სახელმწიფო შეღავათები, თუ როგორ ქონდეთ წვდომა „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგნეტოს“, „აწარმოე საქართველოსა“ თუ „სტარტაპ საქართველოს“ მიერ გაომყოფილ ფინანსურ რესურსებზე
ირაკლი წულაია: საჭიროა აქტიური კომუნიკაცია სოფლის თუ რაიონის გამგებლებსა და მოსახლეობას შორის
ირაკლი წულაია სოფლებისა და რაიონების გამგებლებს მიმართავს: საქართველოს ეკონომიკის ფეხზე დაყენება სწორედ რომ სოფლიდან უნდა დავიწყოთ
ირაკლი წულაია სოფლებისა და რაიონების გამგებლებს მიმართავს: მიიტანეთ ინფორმაცია მოსახლეობამდე და დარწმუნებული ვარ ეს ქვეყანა, ოდნავ უფრო უკეთესი გახდება
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, პროექტები თუ სტიმულირების გეგმები, მოქალაქეებამდე მივიდეს. პარალელურად ამისა, რიგითი მოქალაქეების მოთხოვნები მივიდეს ცენტრალურ ხელისუფლებამდე. ამ კომუნიკაციაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, სწორედ სოფლის და რაიონის თვითმმართველობებია, რომელსაც ხალხი ირჩევს და მოსახელობასთან საბოლოო შეხების წერტილია. სწორედ მათი ფუნქციაა, სახელმწიფო გადაწყვეტილებების შესახებ მოქალაქეების ინფორმირება და მოქალაქეების საჭიროებების შესახებ ზედა რგოლებისთვის ინფორმაციის მიწოდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ კომუნიკაციის გარეშე, სახელმწიფოს გამართულად ფუნქციონირება, ფაქტობრივად შეუძლებელია. გადაცემებზე მუშაობისას საქართველოს ყველა მხარე მოვიარეთ. როგორც ჩვენმა ვიზიტებმა დაგვანახა, არის სოფლები, ქალაქები, სადაც მოსახლეობა აქტიურია და მართავენ თავის ქვეყანას. მაგრამ, ძალიან ბევრ რეგიონში მოსახლეობას არა აქვს ინფორმაცია სახელმწიფოს მხარდამჭერ პროექტებზე. მათ არ იციან როგორ მიიღონ სახელმწიფო შეღავათები, თუ როგორ ქონდეთ წვდომა „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგნეტოს“, „აწარმოე საქართველოსა“ თუ „სტარტაპ საქართველოს“ მიერ გაომყოფილ ფინანსურ რესურსებზე. სწორედ ამ პროექტების მეშვეობით ასტიმულირებს მთავრობა ჩვენ მოქალაქეებს, იმ მოზიდული ფინანსებით, რომელიც ჩვენი უცხოელი მეგობრებიდან მივიღეთ. აქედან გამომდინარე, ბევრი ადამიანისთვის ეს პროექტები არც კი არსებობს. რაც საბოლოო ჯამში დიდი ეკონომიკური დანაკარგია, როგორც ინდივიდისთვის, ისე სახელმწიფოსთვის. სწორედ ამიტომ, საჭიროა აქტიური კომუნიკაცია სოფლის თუ რაიონის გამგებლებსა და მოსახლეობას შორის. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ სახელმწიფომ ჯანსაღად იფუნქციონიროს. წინააღმდეგ შემთხვევაში რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ცენტრალურმა მთავრობამ, თუ კი ის რიგით მოსახლეობამდე ჯეროვნად არ მივიდა, ძალიან დიდი რესურსი დაიკარგება. როგორც ეკონომიკური გადაცემის ერთ-ერთი ავტორი და როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, რომელსაც დიდი სურვილი აქვს, რომ ჯანსაღ სახელმწიფოში იცხოვროს, მოგიწოდებთ, რაიონისა და სოფლის გამგებლებს, გააქტიურდით. იყავით აქტიურები, გადით ხალხში. ნუ შეგეშინდებათ შეცდომების დაშვების.... ვინაიდან, ყველაზე დიდი შეცდომა, შეცდომების დაშვების შიშია. მიიტანეთ ინფორმაცია მოსახლეობამდე და დარწმუნებული ვარ ეს ქვეყანა, ოდნავ უფრო უკეთესი გახდება. საქართველოს ეკონომიკის ფეხზე დაყენება სწორედ რომ სოფლიდან უნდა დავიწყოთ.... მოსახლეობას კი ვთხოვ, რომ თქვენც იყოთ უფრო მჭიდრო კონტაქტში თქვენს რაიონის თუ სოფლის მმართველებთან, იმისათვის რომ კიდევ უფრო მეტად სიცოცხლიუნარიანი გახდეს თითოეული ჩვენთაგანი და ჩვენი ქვეყანა.