მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა სოციალური საწარმო გახსნეს
ცენტრის გახსნას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო, რომელიც პატიმრებს შეხვდა და სამუშაო პორცესს ადგილზე გაეცნო. მსჯავრდებულები ძირითადად გრაფიკულ დიზაინზე იმუშავებენ. „სოციალური საწარმო“ პატიმრების მიერ პროექტ „განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ ფარგლებში მიღებული გრანტით დაფუძნდა. ამ ეტაპზე „სოციალურ საწარმოში“ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ხუთი მსჯავრდებულია დასაქმებული.