26 ნოემბერი 2021, 10:58
კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 811 თბილისში, 829 იმერეთში, 370 კი შიდა ქართლში გამოვლინდა
ჯანდაცვა

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში, იმერეთსა და შიდა ქართლში გამოვლინდა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 534 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 811 შემთხვევა, აჭარა - 176, იმერეთი - 829, ქვემო ქართლი - 265, შიდა ქართლი - 370, გურია - 143, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 356, კახეთი - 267, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -36“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





