„უნგრეთს სჭირდება გამოცდილება და უსაფრთხოება“ - ეს განცხადება ვიქტორ ორბანმა ქალაქ დიოეში გამართულ საარჩევნო მიტინგზე გააკეთა
„უნგრეთს სჭირდება გამოცდილება და უსაფრთხოება“ - ეს განცხადება ვიქტორ ორბანმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით ქალაქ დიოეში გამართულ საარჩევნო მიტინგზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი მხარდაჭერის შემთხვევაში უნგრეთი სწორედ ამას მიიღებს. მომხრეებისადმი მიმართვისას ორბანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური პრობლემები, უკრაინაში ომითაა გამოწვეული. არჩევნები უნგრეთში 12 აპრილს გაიმართება.
