ოპოზიციამ და ოპოზიციურმა ტელევიზიებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაცია სცადეს
ოპოზიციამ და ოპოზიციურმა ტელევიზიებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაცია სცადეს. გამოიგონეს ამბავი, თითქოს სუსი გივი თარგამაძეს ვერ პოულობდა, თუმცა მისი ძებნის შესახებ არსად არაფერი თქმულა. სუსმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად მხოლოდ ის თქვა, რომ კონკრეტულ საქმეზე გამოიკითხება გივი თარგამაძე, იმ დროისთვის ვერ ხერხდებოდა დაკავშირება, რადგან ტელეფონი გათიშული ჰქონდა. გივი თარგამაძე გამოიკითხება მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, მან თქვა რომ საქართველოში ფუნქციონირებს ტერორისტების უნივერსიტეტი.
