„პარიზული სიწმინდეები“
საფრანგეთში მოღვაწე გამომცემლისა და გიდის მაქსიმე ლალიაშვილის ორენოვანი გზამკვლევის - „პარიზული სიწმინდეები“ პრეზენტაცია გაიმართა. ნაშრომი საფრანგეთის რელიგიურ მხარეს აღწერს. მაქსიმე ლალიაშვილი რამდენიმე ათეული წელია საფრანგეთში მოღვაწეობს, სადაც მან საკუთარი გამომცემლობა დააარსა და ფრანგულ ენაზე თარგმნის სასულიერო ლიტერატურას. მან ახლახანს ფრანგულ ენაზე გამოსცა წმინდა მამა გაბრიელის ცხოვრება. პრეზენტაცია საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გაიმართა.
