საელჩოში გამართული ფარული შეხვედრა
„ქრონიკის“ მიერ გავრცელებული ფაქტები და დადასტურებული რეალობა, საელჩოში გამართულ ფარული შეხვედრის დეტალებზე, ყოფილი სახალხო დამცველი და გერმანელი დიპლომატი „ქრონიკას“, მე-3 დღეა არ პასუხობენ. ადასტურებენ თუ არა, კონსპირაციულ შეხვედრას და იმას, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი განიხილეს. რატომ იმალება ნინო ლომჯარია მედიასთან, თუ დასამალი არაფერი იყო საელჩოში განხორიცელებულ ვიზიტში. „ქრონიკის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ კადრებში კარგად ჩანს ყოფილი სახალხო დამცველის გადამალვის ფაქტი, სადაც ჩანს გერმანიის ელჩის მანქანა და ლომჯარიას ავტომობილი, ასევე ისიც, თუ როგორ ცვლიან ადგილებს საელჩოს თანამშრომელი და ლომჯარია. პარასკევს, ელჩმა ნინო ლომჯარია საკუთარ ავტომანქანაში ჩასვა და საელჩოდან გააპარა. „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო ოპოზიცია, ლომჯარიას წარსულში გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს, რომლის ფონზე არ უკვირთ, რომ გერმანელ დიპლომატთან ის სწორედ ვიზების შეჩერებას განიხილავდა.
