საპარლამენტო დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავს
საპარლამენტო დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავს. დეპუტატები უკვე შეხვდნენ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბრენდან ჰან-რაჰანს, ასევე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს. საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, შეხვედრებს ესწრება საქართველოს ელჩი ამერიკაში. დეპუტატები რესპუბლიკელი კონგრესმენის, ანა პაულინა ლუნას მიწვევით, მონაწილეობას მიიღებენ „სუვერენული ერების ალიანსის“ სამიტში.
