მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინა თავის რეზიდენციაზე დრონებით თავდასხმაში დაადანაშაულა
მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინა თავის რეზიდენციაზე დრონებით თავდასხმაში დაადანაშაულა, „ტელეგრაფი“ უკრაინაში სამშვიდობო პროცესის ჩაშლას არ გამორიცხავს. „ტელეგრაფის“ ცნობით, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკება, ლიდერების ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად, ფაქტობრივად ჩიხში შევიდა. მხარეები ყველაზე მნიშვნელოვან, უკრაინის ტერიტორიის დათმობის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.
