საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ ვალდ სმარტსპიდის სისტემაზე ხელბურთელთა ეროვნული გუნდის წევრების ტესტირება დღეს დაასრულა
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ ვალდ სმარტსპიდის სისტემაზე ხელბურთელთა ეროვნული გუნდის წევრების ტესტირება დღეს დაასრულა. პროცესი საქართველოს ხელბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით დაიგეგმა და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში განხორციელდა. ტესტირება მოიცავდა სპრინტის სისწრაფის, მიმართულების სწრაფი ცვლისა და ბურთთან ერთად მოძრაობის ეტაპებს, რაც თანამედროვე ხელბურთში სათამაშო რეაქციების შეფასებისთვის ყველაზე კარგი საშუალებაა. ევროპის ჩემპიონატს იანვარში 3 ქვეყანა, დანია, შვედეთი და ნორვეგია უმასპინძლებს. ქართველი ხელბურთელების მეტოქე კი ჯგუფურ ეტაპზე შვედეთის, ხორვატიისა და ნიდერლანდების ნაკრები იქნება.
