ომის ვეტერანმა ზვიად ხაჩიძემ მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ოქროს ქამარს დაეუფლა
პლანეტის პირველობა ბაქოში ჩატარდა, რომელშიც 30 ქვეყნის 500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონატში საქართველოდან 14 სპორტსმენი გამოდიოდა. ზვიად ხაჩიძემ ფინალურ დაპირისპირებაში ინდოელი მეტოქე დაამარცხა.
