თორნიკე შენგელია ევროლიგის მერვე ტურის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს
ბელგრადის „პარტიზანის“ წინააღმდეგ მატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 30 წუთი ითამაშა, რა დროშიც 24 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 12-დან 10 საჯარიმო ჩააგდო.
