რუსთაველის გამზირი გუშინ რამდენიმე ადამიანმა ხელოვნურად გადაკეტა
რუსთაველის გამზირი გუშინ რამდენიმე ადამიანმა ხელოვნურად გადაკეტა. ამ პროცესს აქტივისტების და პოლიტიკოსების ნაწილი ტროტუარიდან ადევნებდა თვალს. გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის სამართალდამცველებმა 4 ადამიანი დააკავეს, მათგან ჩვენი ინფორმაციით, ერთი რუსეთის მოქალაქეა.
                        
                    
                    
                    
                    
                