თბილისი, ხმლით ფარიკაობაში კადეტთა ციკლის ტურნირს მასპინძელია
თბილისი, ხმლით ფარიკაობაში კადეტთა ციკლის ტურნირს მასპინძელია, სადაც პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველმა გიორგი ურუშაძემ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში აზერბაიჯანელი მეტოქე 15-5 დაამარცხა და ოქროს მედალი დაისაკუთრა. ამავე ტურნირზე, ხმლით მოფარიკავე კაცთა გუნდმა ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ქალთა გუნდი, ვიცე-ჩემპიონი გახდა. რაც შეეხება ქალთა ინდივიდუალურ ასპარეზობას, ანასტასია ასათიანმა ფინალში აზერბაიჯანელი მეტოქე დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული ხოლო თეკლა კაპანაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
