კამალა ჰარისი ამბობს, რომ მისი დრო პოლიტიკაში არ დასრულებულა
კამალა ჰარისი ამბობს, რომ მისი დრო პოლიტიკაში არ დასრულებულა. როგორც ამერიკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა „ბიბისისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ის კვლავ დარწმუნებულია, რომ ერთ დღეს ამერიკის პრეზიდენტი ქალი გახდება და რომ ეს შესაძლოა თავად ის იყოს. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ 2028 წლის საპრეზიდენტო კამპანიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
