ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი საბა ინანეიშვილის გამარჯვებით დასრულდა
ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი საბა ინანეიშვილის გამარჯვებით დასრულდა. ტურნირი სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. საქართველოში 25 ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფებოდა. გამარჯვებულები აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ვიცე-ჩემპიონი მონღოლი ულზიბაიარ დურენბაიარი გახდა, ბრინჯაოს მედალი კი უჩა ტაბატაძემ მოიპოვა. ჩემპიონ-პრიზიორები მედლებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
