ჯონ კენედის სახელობის სახვითი ხელოვნების ეროვნულმა ცენტრმა, აშშ-ში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, ქართული ჯაზის საღამოს უმასპინძლა
ჯონ კენედის სახელობის სახვითი ხელოვნების ეროვნულმა ცენტრმა, აშშ-ში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, ქართული ჯაზის საღამოს უმასპინძლა. სტუმრებს სიტყვით მიმართა თამარ ტალიაშვილმა და ქართულ-ამერიკული კულტურული კავშირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. კენედის ცენტრის მილენიუმის სცენაზე, გიორგი მიქაძე ამერიკული და ქართული ჯაზით წარსდგა. კონცერტს აშშ-ში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ქართული დიასპორისა და ამერიკელი ჯაზის მოყვარული საზოგადოება ესწრებოდა
 
                         
                     
                     
                     
                     
                