4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე შვიდ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა
4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე შვიდ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ირაკლი წულაიას 5 ათასი ლარი, ხოლო გიორგი დუშენკოს, მარიამ ოთინაშვილს, თამარ კორტავას, ინგა პაპუნაშვილი-გაბელიას, ვახტანგ გაბელაიას და ალექსანდრე ცნობილაძეს 3-3 ათასი ლარი. დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. წინასასამართლო სხდომა 10 დეკემბერი 16:00 საათზეა ჩანიშნული
 
                         
                     
                     
                     
                     
                