უკრაინის პრეზიდენტი შეერთებული შტატების მიერ რუსეთის ორი უმსხვილესი ნავთობკომპანიისთვის სანქციების დაწესებას მიესალმება
უკრაინის პრეზიდენტი შეერთებული შტატების მიერ რუსეთის ორი უმსხვილესი ნავთობკომპანიისთვის სანქციების დაწესებას მიესალმება. ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ჩავიდა, სადაც ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებაა.
