დაკავებული კანონდამრღვევი აქტივისტები
შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, კიდევ 12 ადამიანია დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ კანონი გამკაცრებულია და გზის გადაკეტვისთვის საჭირო რაოდენობაც ვერ იკრიბება, აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ბლოკირებას მაინც განაგრძობენ და საავტომობილო გზას კეტავენ. კანონდარღვევის განმეორების შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით შეიცვლება. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ რადიკალების მხრიდან აღნიშნული ქმედება საინფორმაციო ხმაურის გამოწვევას ემსახურება.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
